ქვეშის საჯარო სკოლისთვის ნოდარ ხადურის სახელის მინიჭება სურთ

157

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტით მიმართა, რომლითაც ქვეშის სკოლისთვის ნოდარ ხადურის სახელის მინიჭებას სთხოვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ნოდარ ხადური წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშიდან იყო, სწორედ მის საპატივსაცემოდ გვინდა სკოლას მისი სახელი ეწოდოს”, – ამბნობს სკოლის დირექტორი.

აღნიშნული საკითხი განსახილველად საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიას გადაეგზავნა.

შეგახსენებთ, რომ ნოდარ ხადური 2019 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. ის 2012 წლის 25 ოქტომბერიდან 2016 წლის 27 ნოემბერამდე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო.