მეტროს პირველ ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო მატარებლები გაჩერებულია

515

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო მატარებლები გაჩერებულია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მოძრაობა დროებით შეფერხებულია ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე.

მათივე ცნობით, მატარებლები ამ დროისთვის მოძრაობენ ზონალურად – მხოლოდ სადგურის მოედნიდან ახმეტელის მიმართულებით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გვირაბში არცერთი მატარებელი არ გაჩერებულა. ამჟამად ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფი ხარვეზის დასადგენად და აღმოსაფხვრელად.