პარლამენტის მთავარი შესასვლელი გაათავისუფლეს, რუსთაველზე აქციის დაშლა იწყება

520

პარლამენტის მთავარი შესასვლელი გაათავისუფლეს, რუსთაველზე კი აქციის დაშლა იწყება. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის მონაწილეთა ნაწილი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ შორის, დაკავებულია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ სირაძე.

აქციის მონაწილეებს სპეცდანიშნულების რაზმი წყლის ჭავლით შლის. გარდა დაკავებულებისა, არიან დაშავებულებიც, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები ადგილზე უწევენ დახმარებას.