თბილისის ვიცემერი: ტაქსის ტარიფები დასტაბილურდა

68

თბილისსი ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, ტაქსის ტარიფები დასტაბილურდა.

“აპლიკაციის ტაქსის ტარიფები დღითიდღე იცვლება და მერყეობს. კომპანიებმა გააკეთეს განცხადება, რომ ფასები არ გაუზრდიათ. რაც შეეხება ქუჩის ტაქსს, მერიის მონიტორინგის ჯგუფიც აწარმოებს საკონტროლო მგზავრობებს და ვაკვირდებით ფასებს. ბაზარზე როდესაც მიწოდების რაოდენობა იზრდება, მოხმარებასთან და მოთხოვნასთან ბალანსში ქმნის გარკვეული ფასის ზღვარს. მიწოდების ზრდა უკვე დაფიქსირდა ბოლო დღეების განმავლობაში და დღესაც ზრდა გვაქვს მიწოდების. რაც შეგვიძლია მყარად ვთქვათ, ფასების სტაბილიზაციისკენ მიდის ტაქსის ბაზარი, დღესაც დასტაბილურებულია და კიდევ უფრო მეტად დაბალანსდება ფასები. ამის პრობლემა არ არის”, – განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, რომლებსაც სრულად არ შეუღებავთ ან არ გადაუკრავთ ავტომანქანისთის ფირი, დაჯარიმდებიან.

შეგახსენებთ, რომ პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, ტაქსი თეთრი ფერის, 4-კარიანი, მარცხენა საჭიანი ავტომობილი უნდა იყოს.

დღეის მდგომარეობით თბილისში, დაახლოებით, 7 700 A კატეგორიის და 8 800 B კატეგორიის ტაქსი მოძრაობს.  ამასთან, თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა, სავარაუდოდ, აიკრძალება.