შიდა ქართლის მასშტაბით ტურისტული ბანერები განათავსეს

71

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით რეგიონის მასშტაბით ტურისტულად აქტიურ და ხალხმრავალ ადგილებზე საინფორმაციო ბანერები განთავსდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის თანამშრომლობით განხორციელდა.

“ბანერები განთავსებულია ლომჭაბუკის სკვერის, გორის ციხის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მდებარე გუდვილისა და სმარტის ტერიტორიაზე”, – განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, ბანერების განთავსება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელი ტურისტების ინფორმირებას და შიდა ქართლის რეგიონში არსებული ძეგლების და ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას.