ქუთაისის მერია მოქალაქეთა ინიციატივებიდან შერჩეულ 3 პროექტს დააფინანსებს

523

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი ინიციატივებიდან 10 პროექტი შეარჩია. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუპრესი აქვეყნებს.

შერჩეული პროექტისთვის საჯარო ხმის მიცემა volis.kutaisi.gov.ge-ზე 8 ნოემბერის ჩათვლით გაგრძელდება.

მერიის ინფორმაციით, საჯარო ხმის მიცემის შედეგად გამოვლენილი 3 ყველაზე მაღალქულიანი პროექტის დაფინანსება  ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში შევა.

რაც შეეხება მრჩეველთა საბჭოს მიერ ღია კენჭისყრის შედეგად შერჩეულ პროექტებს, მაშ შორის წარმოდგენილი საკითხები ქუთაისის იერ-სახესა   და მის ტურისტულ მიმზიდვბელობას უკავშირდება. კვლავ აქტუალუ საკითხად რჩება ქალაქში სველი წერტილების მოწყობა, მოქალაქეთა ინტერესების სფეროში მოხვდა ასევე ხელოვნების პლენერის მოწყობა და იპოდრომის მოწესრიგება.

პროექტების ათეული ასეთია:
1. N10  -ახალი საზოგადოებრივი და ტურისტული სივრცის მოწყობა რიონის სანაპიროზე.
2. N14 – ელექტრონული გზამკვლევი ტურისტებისთვის, ქალაქის ცენტრში.
3. N65 – ხელოვნების პლენერი “ქუთაისი 2020“.
4. N3 – ქალაქის შემოსასვლელში ქუთაისის აღმნიშვნელი აბრის და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება.
5. N21 – ქუთაისის იპოდრომის მოწესრიგება.
6. N5 – ქუთაისელი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების ციფრული ლაით-ბოქსების განთავსება ქუჩებში.
7. N58 – ქალაქის ღირსშესანიშნაობების ინსტალაციები ციფრულ ეკრანებზე.
8. N34 – მულტიფუნქციური სველი წერტილების მოწყობა.
9. N64 – მდინარე წყალწითელას სანაპიროს მოწესრიგება.
10. N30 – მიწისქვეშა გადასასვლელის ( ჭავჭავაძის, ნიკეას და ლ.ასათიანის ქუჩების გადაკვეთა) მოწესრიგება და იქ „ანდეგრაუნდ“ საგამოფენო -გასართობი სივრცის შექმნა.