2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე პარლამენტში შემაჯამებელი სხდომა გაიმართება

76

2020  წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში დღეს შემაჯამებელი სხდომა გაიმართება.

კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ამ პროექტის მიხედვით 2020 წელს,  მიმდინარე წელთან შედარებით, დაახლოებით 800 მილიონით მეტი დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პროექტის მიხედვით, პრიორიტეტი სოციალური თემები იქნება,  თანხები გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაც.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მილიონი ლარით და შეადგენს 12 965.5 მლნ ლარს, ხოლო გადასახდელების -223.1 მლნ ლარით და 13 313.1 მლნ ლარს მიაღწევს.

იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება 131 მლნ ლარით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს-10 მლნ ლარით, შსს დაფინასება-25 მილიონით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დამატებით გათვალისწინებულია 130 მილიონი ლარი.

​ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ. მათი განმარტებით, წარმოდგენილი პროექტი ძირითად პრობლემებს-სიღარიბეს, უმუშევრობას, ფასების ზრდას არ ასახავს.