ახალქალაქის სოფლებში ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაიხსნება

693

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაიხსნება, სადაც თვეში ერთხელ ლექციები ჩატარდება. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიორგი კეკელიძე წერს.

“მორიგი დიდი ამბავი: ახალქალაქის ეთნიკურად სომეხი თანამოქალაქეებით დასახლებულ ყველა სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკა მოეწყობა, ამ სოფლებში მოეწყობა საკვირაო სკოლები, მასწავლებელი მე ვიქნები და შერჩეულ შაბათ-კვირას ჩავალ”, – წერს ფეისბუქის გვერდზე გიორგი კეკელიძე.

ეროვნულ ბიბლიოთეკას, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და კომპანია გალფს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს, ცხრა ოქტომბერს გაფორმდა. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.