ირაკლი აბესაძე: მზად ვართ, თვითმმართველობის რეფორმაზე საკონსტიტუციოს მივმართოთ

686

“ევროპული საქართველო” მზად არის თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით დეპუტატების საკმარისი რაოდენობის შეგროვების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. ამის შესახებ ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

“დარღვეულია კონსტიტუციური პრინციპი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათთან კონსულოტაციით უნდა ხდებოდეს თვითმმართველი ერთეულის შექმნა და გაუქმება. რა თქმა უნდა, თუკი შეგროვდება დეპუტატების საკმარისი რაოდენობა, ჩვენ მზად ვართ, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს”,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეპუტატებს მოუწოდეს თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.

წყარო: ipress.ge