სოხუმის შუქურას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

47

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა სოხუმის შუქურას, რომელიც სოხუმში მდებარეობს. ბრძანებას ხელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აწერს.

სოხუმის შუქურა არის სანავიგაციო ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში 1864 წლის 14 აპრილიდან შევიდა.

სოხუმის შუქურასთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭათ: ბარაკონის დარბაზული ეკლესიის ნაშთს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, წულუკიძეების კარ-მიდამოს ონის მუნიციპალიტეტში, სოსო ზვიადაურის სახლს დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის თემში,სოფელ ანდაქში, ისიდორიანთ (წმ. ნინოს) საყდარს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, ცეცხლისჯვრის კომპლექსს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სეთურებში, საკალანდარიშვილოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას სენაკში, „ძველ სკოლას“ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საშაბუროში, წედისის ციხის კომპლექსს გორის მუნიციპალიტეტში.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ ბრძანებას ხელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე აწერს.