ქუჩის მოსარეცხი მანქანები გორში ნარგავებსაც რწყავენ – სააგენტოს ხელმძღვანელი

87

“ის ახალი ტექნიკა, რაც ქუჩების მოსარეცხად შევიძინეთ, არ მაინტერესებს რუსულია, იტალიური თუ სხვა, ჩემი მიზანია მოვრწყო ნარგავები”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბაჩანა გვიანიშვილმა. ამის შესახებ რადი მოზაიკა წერს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთ-ერთ კომისიის სხდომაზე ბაჩანა გვაინიშვილმა კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა. კომისიის წევრებმა მას კითხვები დაუსვევს.

ფრაქციის “ძლიერი გორი” წევრი ბექა ქორჩილავა დაინტერესდა, რატომ ხმება ქალაქში არსებულ სკვერებში ნარგავები, რაზეც გვიანიშვილმა უპასუხა, რომ ნარგავების გახმობის პროცენტულობა, დასაშვებ ნორმას არ სცდება.

“გვიხმება ის, რაც პროცენტულად უნდა გახმეს. რაც ჩემი მუშაობის პერიოდში დაირგო, იქიდან 10 -15% გახმა, რაც დასაშვებია. რომელი ქუჩა ნახეთ, ვერხვებზე ნახეთ, გოგებაშვილზე ნახეთ, სტალინზე ნახეთ? რომელ ქუჩაზე გახმა? თუ არ გადაითელა, არაფერი გახმება. ერთადერთი ჭავჭავაძის ქუჩაზე, უნივერისიტეტის წინ გაფუჭდა, იმიტომ, რომ მზემ დაწვა. არ ვრგავ იმ რაოდენობის ნერგებს, რისი მორწყვაც არ შეგვიძლია. წელს ცოტა მეტ რაოდენობას დავრგავ, იმიტომ, რომ ახალი მანქანებით მოვრწყავთ. ეს მანქანები რაც შემოვიდა, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ქვეყნის წარმოებისაა, მთავარია მოირწყოს სკვერები. დილით ქუჩების მორეცხვის შემდეგ, 11 საათიდან მიდის და რწყავს სკვერებსაც. აქედან გამომდინარე, წელს თუ დავრგე 1000 ნერგი, მომავალ წელს შემიძლია 2000 ნერგი დავრგო”, – განაცხადა გვიანიშვილმა.