გორის სოფელ ზეღდულეთში 2008 წლის ომის გმირების მემორიალი მოეწყობა

82

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი მოეწყობა, ასევე რესტავრირება ჩაუტარდება სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის დასრულების შემდეგ, კომპანიას სამუშაოების ჩასატარებლად 45 კალენდარული დღე ექნება.

როგორც ცნობილია, აგვისტოს ომში ზეღდულეთიდან 3 სამხედრო და 2 მოქალაქე დაიღუპა.