თბილისის ბაგა-ბაღებში კვების ბლოკების სანიტარული მდგომარეობა მოწმდება

452

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კვების ბლოკების მონიტორინგი სააღმზრდელო წლის დაწყების პირველივე დღიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

სამზარეულოს მუშაობას, საკვების მომზადებასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას სააგენტოს ხელმძღვანელი პირადად გაეცნო. კახაბერ გვანცელაძე მონიტორინგის მიზნით N74, N3, N56 და N84 ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 16 სექტემბრიდან ბაღებში საკვების მომზადება დადგენილი სტანდარტების მიხედვით შეუფერხებლად მიმდინარეობს, ამასთან, სამზარეულოს ინვენტარი მოწესრიგებული და განახლებულია, სახანძრო უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები კი დაცული.

სწავლის დაწყების დღიდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფას ორი ახალი კომპანია ახორციელებს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის გზით გამოვლინდა.