სტიქიის პრევენციისთვის გორის სოფელ რეხაში მდინარე მეჯუდის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

1042

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მდინარე მეჯუდის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

გორის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ აწარმოებს.

“პროექტის ღირებულება, რომელიც “სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, 377 458 ლარია. ამ დრომდე, უხვი ნალექის დროს, მდინარის მიმდებარე ტერიტორიის დიდი ნაწილი იტბორებოდა და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა.

სტიქიის პრევენციის მიზნით, პროექტის ფარგლებში, მდინარე მეჯუდას პრობლემურ მონაკვეთებს შეეცვალა კალაპოტი და მოიჭრა გრუნტის დიდი ნაწილი. სამუშაოების დასრულებამდე მოეწყობა რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი და დამატებითი გაბიონის კალათები”, – განმარტავენ მერიაში.