ნიქოზის საბავშვო ბაღის გაფართოებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

66

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ნიქოზის საბავშვო ბაღისთვის დამატებითი ფართის მიშენებისთვის ტენდერი მიმდინარე წლის 4 სექტემბერს გამოაცხადა, თუმცა წინადადებების მიღების ვადა ისე ამოუწურა, რომ მასში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა კომპანიამ გამოთქვა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სატენდერო პირობების მიხედვით, დამატებით ფართში უნდა განთავსდეს სათამაშო ოთახი, მინი სამზარეულო და საპირფარეშო. ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სივრცე, სანიტარული კვანძი და მედ. პუნქტი.

სამშენებლო სამუშაოებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას 170 155 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ინფორმაციისთვის, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღეს განახლდა. ნიქოზის საბავშვო ბაღისთვის დამატებითი ფართის მიშენების მიზნით, ხელახალი ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.