ვაკის რაიონში მხატვრის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

539

ვაკის რაიონში ,ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მხატვრის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, რთული რელიეფის გამო, გასულ წელს მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად, თავდაპირველად, ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები ჩატარდა. მიმდინარე წელს კი საგზაო პროექტის განხორციელება დაიგეგმა.

“პირველ ეტაპზე, მხატვრის ქუჩაზე კომპანია “GWP-მა“ და “სილქნეტმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია ბორდიურიც.

ამ დროისთვის, მოწესრიგებული ქუჩის ერთ მონაკვეთზე ქვაფენილის მოწყობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, დანარჩენ ტერიტორიაზე კი ასფალტის საფარი დაიგება”, – განმარტავენ გამგეობაში.

მატივე ცნობით, მხატვრის ქუჩაზე სულ, 1 800-მდე კვ. მ ფართობის გზა განახლდება. პროექტის ღირებულება 120 556 ლარს შეადგენს.