თბილისში პეტრე იბერის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

1422
თბილისი, საბურთალოს რაიონი

საბურთალოს რაიონში, პეტრე იბერის N4-ის ეზოში 1 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე მდებარე სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ორი საბავშვო ზონა მოეწყო და კაუჩუკის რბილ საფარზე სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, განთავსდა საჩრდილობელი, სკამები და ნაგვის ურნები.

გარდა ამისა, სკვერში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო და ტერიტორიის ნაწილი ღობით შემოისაზღვრა.

“დასასვენებელი სივრცეების მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ ეზოში ძალიან ბევრი ოჯახი ცხოვრობს და სწორედ ამიტომ, სკვერის კეთილმოწყობა გადავწყვიტეთ. ტერიტორიაზე უკვე ყველა პირობაა შექმნილი ბავშვების გართობისა და დასვენებისთვის“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ.

სკვერის რეაბილიტაცია კომპანია “ტაომ“ განახორციელა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 106 068 ლარი გამოიყო.