ზვიად დევდარიანი: უნდა გაგრძელდეს სამართლებრივი ბრძოლა, რათა თვითმმართველმა ქალაქებმა სტატუსი არ დაკარგონ

829

“სიდას” ხელმძღვანელის ზვიად დევდარიანის ინფორმაციით, 7 თვითმმართველი ქალაქისათვის სტატუსის გაუქმების პროცესში მთელი რიგი სამართლებრივი დებულებები დაირღვა.

როგორც დევდარიანმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციების რჩევაა, პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს უფლება გამოიყენოს.

მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს სამართლებრივი ბრძოლა, რათა თვითმმართველმა ქალაქებმა სტატუსი არ დაკარგონ.

“იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება. საქმე ეხება არა მხოლოდ 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსს, არამედ ასეულობით ათასი ადამიანის საკითხს, რომელთაც კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ჩამოერთვათ შესაძლებლობა, აირჩიოს საკუთარი თვითმმართველობა, ჰქონდეთ საკუთარი პრიორიტეტები და აქტიურად იყვნენ ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად დევდარიანმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი