ნიქოზის საბავშვო ბაღის გაფართოებისთვის 170 155 ლარის დახარჯვა იგეგმება

392

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში საბავშვო ბაღის გაფართოება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო მოზაიკა ავრცელებს.

დაწესებულების მიშენების მიზნით, მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 170 155 ლარია.

როგორც ცნობილია, ახალ შენობაში გათვალისწინებულია სათამაშო ოთახი, მინი სამზარეულო და საპირფარეშო. ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სივრცე, სანიტარული კვანძი და მედ. პუნქტი.

მიშენების შემდეგ, ნიქოზის საბავშვო ბაღი 423 კვადრატული მეტრით გაფართოვდება.