გორში, ყიფიანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

2242

გორში, ყიფიანის ქუჩის 404-მეტრიანი მონაკვეთის (ტყვიავის ქუჩის კვეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით) რეაბილიტაციია დასრულდა.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოებისათვის 379 890 ლარი გაიხარჯა და თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სამუშაოები სამშენებლო კომპანიამ ,,იბოლიამ“ აწარმოა.

ადგილობრივების ანცხადებით, რეაბილიტაციამდე მძღოლებსა და ქვეითებს ქუჩაზე გადაადგილებისას მოუწერიგებელი გზის საფარი მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიდა.