1 ოქტომბრიდან ზონალური პარკირება ორბელიანის მოედანზეც ამოქმედდება

180

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან ზონალური პარკირება ორბელიანის განახლებულ მოედანზეც ამოქმედდება. მის თქმით, საპილოტე პროექტი, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩაზე გაკეთდა, წარმატებით მუშაობს, რის გამოც საათობროვო პარკირების შემოღება სხვა ქუჩებზეც გადაწყდა.

“ჩვენ არეალს ვზრდით და გადავდივართ ორბელიანის მოედანზე, საინფორმაციო ჯიხურიც გადავა და განთავსდება იქ, ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა მივიდეს, მიმართოს კითხვით და იქ მყოფი ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაეხმარებიან, გაუწევენ კონსულტაციებს და დაეხმარებიან დარეგისტრირებაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.