GWP-მა ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების III ნაწილი დაიწყო

171

წინა სტატია

დღეს “GWP-მა“ ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ნაწილი დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, პიქსელის შენობიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე, 2.6 კმ სიგრძის წყლისა და წყალარინების ქსელი შეიცვლება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ჭავჭავაძის გამზირზე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მესამე ნაწილზე, პიქსელის შენობიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე, წყალმომარაგების სისტემას სრულად ცვლის, რაშიც კომპანია 3.8 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 24 საათიან რეჟიმში, დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და პროექტის მესამე ნაწილი სექტემბრის დასაწყისში დასრულდება“, – განაცხადა “ჯივიპის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე ზურაბ ალფაიძემ.

აღსანიშნავია, რომ “ჯივიპიმ“ ჭავჭავაძის გამზირის პროექტის I და II ნაწილზე, ჭავჭავაძის პირველი ნომრიდან პიქსელის შენობამდე, ჯამში 2.4 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემა სრულად შეცვალა, რაშიც 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.