ქუთაისში ადგილობრივი მოსახლეობა მეტალურგიული ქარხნის მიერ დაბინძურებულ გარემოს აპროტესტებს

170

სტატიის გაგრძელება

ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლები მეტალურგიული ქარხანა “ჰერკულესის“ წინააღმდეგ გამოდიან. მათი თქმით, საწარმო გარემოს აბინძურებს, ხოლო ადგილობრივი მცხოვრებლები ფანჯრებს ვერ აღებენ, რადგან გამონაბოლქვი მათ კორპუსებში შედის. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებმა დარინა მუკბანიანმა განაცხადა, ზაფხულში განსაკუთრებით აუტანელი ხდება იქ ცხოვრება.

“გაჭვარტლულია სახლები, ბავშვები ეზოში ვერ ჩადიან სათამაშოდ“,- აცხადებს მუკბანიანი.

მოსახლეობის თქმით, ქარხანას არ აქვს ფილტრები, რასაც ისინი გასულ წლებშიც აპროტესტებდნენ.

ქარხნის ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს.

მეტალურგიული ქარხანა “ჰერკულესი” ქუთაისში, 2009 წელს, ქართულ-ინდური ინვესტიციით გაიხსნა.