ჩუღურეთის რაიონში სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

45

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ოთხ მისამართზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შეიცვლება დაზიანებული ინფრასტრუქტურა, შეიღებება მოსასვენებელი სკამები და ლითონის დეკორატიული ღობეები.

სამუშაოების დროს ასევე, შეკეთდება დაზიანებული საბავშვო-გასართობი ატრაქციონები და გამოიცვლება ურნები.

ჩიტაიას N5-ში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. აღნიშნულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, სარწყავი სისტემაც ეწყობა.

სამუშაოებს ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ.

მიმდინარე წელს მსგავსი ტიპის სამუშაოები 32 მისამართზე უკვე შესრულდა, ხოლო ხუთ მისამართზე უახლოეს მომავალში დაიწყება.