აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს წვრილმანი ხულიგნობისთვის გირაო შეეფარდა

120

აჭარის უმაღლეს საბჭოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ელგუჯა ბაგრატიონს ოზურგეთის საქალაქო სასამართლომ 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით ელგუჯა ბაგრატიონი ოზურგეთის პოლიციაში ყოველ კვირა გამოცხადება და შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან 20 მეტრი რადიუსში კამერებთან მიახლოება აეკრძალა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილს სახლთან საპროტესტო აქცია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელი სახლის სათვალთვალო კამერის დაზიანების ფაქტზე, შსს-მ ელგუჯა ბაგრატიონს სსკ-ის 187 მუხლის მიხედვით ბრალი წარუდგინა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ მიუხედავად დაშინებისა და ზეწოლისა, შეკვეთილში აქციებს კვლავ გააგრძელებენ.