გორის მერიამ ახალი ავტომობილის შესაძენად 90 000 ლარი გამოყო

790

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ გორის მერიაში 90 000 ლარი ახალი ავტომობილის შესაძენად გამოიყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“გორის მერიამ ავტოპარკის გასაახლებლად ახალი მანქანის შეძენა გადაწყვიტა, ეს თანხები სხვადასხვა ტენდერებიდან არის მორჩენილი და ცალკე მუხლში გავაერთიანეთ”, – ამბობს მერიის საფინანსო საბიუჯეტო განყოფილების ხელმძღვანელი დალი ტლაშაძე.