გორში ქუჩების რეაბილიტაციისთვის 3 მილიონზე მეტი იხარჯება

688

2019 წელს გორს 3 845 მეტრი რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა შეემატება. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, უკვე 2 150 გრძივი მეტრია რეაბილიტირებული. მათივე ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების ჯამური ღირებულება 3 103 218 ლარს შეადგენს.

“მიმდინარე წელს ხორციელდება კახნიაშვილის, ბუხაიძის, გორგასლის, შიო მღვიმელის, ყიფიანის (მონაკვეთი ტყვიავის ქუჩიდან ჩრდილოეთის მიმართულებით), ქუთაისის (ორი მონაკვეთი – სტალინის გამზირიდან გოგებაშვილის ქუჩამდე და აღმაშენებლის გამზირიდან რომელაშვილების ქუჩამდე), გორიჯვრის (დარჩენილი მონაკვეთი), სუხიშვილის ქუჩის პარალელური კვარტალური გზის, მელიქიშვილის ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია.

უწყება პრიოტეტს იმ ქუჩებს ანიჭებს, რომლების გზის საფარიც მეტად დაზიანებულია”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.