რა საოჯახო ტექნიკა გადაეცემა გორის საბავშვო ბაღებს?

761

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ საოჯახო ტექნიკის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს “ტექნოჰაუსი” გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

აღნიშნულ ტენდერში სულ 5 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დანარჩენებს სააგენტომ დისკვალიფიკაცია მიანიჭა და გამარჯვებულად გამოაცხადა კომპანია, რომელმაც ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.

“ტექნოჰაუსი” გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში 33 922 ლარის საოჯახო ტექნიკას შეიტანს – კერძოდ, 10 მაცივარს, 15 ხორსაკეპ მანქანას, 5 ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებელს, 19 ელექტროგამაცხელებელს, 20 გაზქურას და 5 ელექტროქურას.

ამ ეტაპზე, სააგენტოსა და კომპანიას შორის ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.