ივანიშვილი: “რივიერას” მშენებლობას “ნაცმოძრაობისგან” მართული ადამიანები აპროტესტებენ

730

წინა სტატია

საპროტესო განწყობა, რომელიც ბათუმში “რივიერაზე” დაგეგმილი 5 ცათამბრჯენის მშენებლობას უკავშირდება, “ნაციონალური მოძრაობისგან“ არის მართული, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.

“აბა, ნახეთ პანორამაზე რა დღეში იყვნენ, უნიკალურ პროექტს ვაკეთებ მე თბილისში, არარენტაბელურს. რა დღეში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და რა დღეში იყვნენ მათგან მართული ენჯეოები. მათ უნდათ, რომ მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში. მათ უნდათ, რომ დაანგრიონ ქვეყანა. ისინი მავნებლები არიან და არ მალავენ ამას”, – განაცხადა ივანიშვილმა

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, “რივიერას“ გრგ-ის დამტკიცებაზე საქმისწარმოება იწყება.