პრემიერი, ვიცეპრემიერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის მცხოვრებლებსა და ტურისტებს ხვდებიან

108

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ქობულეთის განახლებულ სანაპირო ზოლს ათვალიერებენ და ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს ხვდებიან.

“ქობულეთში აღდგა სანაპირო ზოლის 1.2 კილომეტრიანი მონაკვეთი. ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყო ახალი ბულვარი, გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდა შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ახალი ტურისტული სეზონისთვის დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

დაახლოებით, 3 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება ქობულეთის ზღვისპირა პარკში. სამუშაოები მოიცავს ბულვარის სასეირნო ზოლის მოწესრიგებას, ველო-ბილიკების მოწყობას, მწვანე ზოლის გაშენებას, განათების სისტემის განახლებას, მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობას, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების განთავსებას“,- აცხადებენ აჭარის მთვარობაში.