კალაძე: 900-მდე სოციალურად დაუცველი სტუდენტიდან 820 დაფინანსდა

933

თბილისის მერმა კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით მერიამ წელს უკვე 900-მდე განცხადება განიხილა და აქედან 820 სტუდენტის დაფინანსების საკითხი დადებითად გადაწყდა. კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროგრამით მეტი სტუდენტი დაინტერესდება. მისი თქმით, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი 100%-ით ფინანსდება.

მისივე განცხადებით, მერია სტუდენტთა მხარდამჭერ პროგრამებს 1 მილიონი ლარით დააფინანსებს. ამასთან, მერია უზრუნველჰყოფს უცხოელი პროფესორების ვიზიტს საქართველოში.