გორის მერიამ მოქალაქეებისგან საპროექტო ინიციატივების მიღება დაიწყო

199

გორის მერიამ სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, საპროექტო ინიციატივების მიღება დაიწყო.

გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საპროექტო ინიციატივების სააპლიკაციო ფორმები ხელმისაწვდომია როგორც გორის მუნიციპალიტეტის კანცელარიაში, ასევე, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან, გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოში და გორის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.

საპროექტო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 26 ივლისს დასრულდება.