ე.წ ოცნების ქალაქში საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტება დროულად ვერ ხერხდება

222

წინა სტატია

ე.წ ოცნების ქალაქში საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულებას დროულად ვერ ასრულებს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ამხანაგობა “ინჟ-არქიტექტთან“ ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულება მიმდმინარე წლის 25 მარტს გააფორმა. სამუშაოების პირველი და მეორე ეტეპების შეუსრულებლობისთვის კომპანიას სამინისტრომ 24 ათასი ლარით დააჯარიმა. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი ამხანაგობას უწყებაში 25 ივნისამდე უნდა წარედგინა. შესყიდვების გვერდზე კი მიღება-ჩაბარების აქტი გამოქვეყნებული ამ დრომდე არ არის.

შეგახსენებთ, რომ ე.წ ოცნების ქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას 4 მილიონამდე ლარი მოხმარდება.