ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს ითხოვენ

1106

ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს ითხოვენ. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

“ვასილ კიკვიძის ძეგლი! აქციის ბოლოს მსვლელობა მოვაწყვეთ და საბჭოთა ჯალათის ძეგლის დემონტაჟი მოვითხოვეთ, დავფარეთ ნაჭრით”,  – განაცხადა  საპროტესტო აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა აკაკი საღინაძემ.

ვასილ კიკვიძის ძეგლის აღების არასამთავრობო ორგანზიაცია “ევროპა ჩვენი  სახლია” წლებია ითხოვს. თუმცა, ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავნ, რომ ძეგლის დემნტაჟისთვის საჭირო  თანხა არ აქვთ.

ვასილ კიკვიძე 1895 წელს დაიბადა ქუთაისში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. იყო მემარცხენე ესერი. 1917 წელს აირჩიეს მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის თავმჯდომარედ. 1917-18 წლებში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ბრძოლას უკრაინაში. იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. დაიღუპა 24 წლის ასაკში, 1919 წლის იანვარში.

ქუთაისში, საპროტესტი აქცია ისევე, როგორც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დღეა გრძელდება. მათი მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, 20 ივნისის ღამეს რუსთაველზე  მომხდარი შეტაკების ობიექტური გამოძიება და აქცის დროს დაკავებულების გათავისუფლლებაა.