ჭიათურის ცენტრალურ ნაწილში ნაძვის ხეებს ჭრიან

182

ჭიათურის ცენტრალურ ნაწილში ნაძვის ხეებს ჭრიან. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

როგორც ჭიათურის მერიაში განმარტავენ, ხეებს საბაგიროს რეკონსტრუქციის მიზეზით ჭრიან,

“გეგმიურია და შეთანხმებულები არიან. ახლა ბაგირებს ჭიმავენ”, – ამბობენ მერიაში.

რა რაოდენობის ხის მოჭრაა დაგეგმილი, ამ დრომდე უცნობია. საბაგირო გზების ხელძღვანელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში სამგზავრო საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს, საქართველოს მთავრობის დავალებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.