თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გარდაიცვალა

1014

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

“დავით უჯმაჯურიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს. დავით უჯმაჯურიძე იყო კარგი მეგობარი, კოლეგა და ადამიანი, რომელსაც თბილისი უყვარდა. იგი თითოეულ ჩვენგანს ძალიან დააკლდება”, – ამბობენ თბილისის საკრებულოში.

დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ, 2004-2008 წლებში კი ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.