ოქროს უბანში პარკის დაარსების მოთხოვნით “ოქროს უბნის ფესტივალი – 2019” ჩატარდება

666

თბილისში, ოქროს უბანში, პარკის დაარსების მოთხოვნით ფესტივალი ჩატარდება.

“ოქროს უბნის ფესტივალი – 2019” 16 ივნისს, 18:00-დან 21:00 საათამდე ნინოშვილის ქუჩაზე, ყოფილი 35-ე სკოლის სტადიონის ადგილას გაიმართება.

ორგანიზატორების თქმით, მათ ოქროს უბანში არ აქვთ თავშეყრის ადგილი და სურთ ისეთი პარკი დააარსონ, რომელშიც თავს ყველა კომფორტულად იგრძნობს.

“ამ ფესტივალით გვინდა საფუძველი ჩავუყაროთ ყოველწლიურ საუბნო ზეიმს, რომელიც შემდეგ წელს ისევ ამ ადგილას, იმედია, უკვე ოქროს უბნის პარკში გაიმართება. ოქროს უბნელებს გვინდა, აქ გვქონდეს დასასვენებელი და ერთმანეთთან ურთიერთობის სივრცე, სასპორტო და გასართობი ადგილი ყველასთვის – ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, შუა ხნის ადამიანებისა და მოხუცებისთვის, სადაც ჩვენთან ერთად სხვა თბილისელებიც მოვლენ. გვინდა, გამოვიდეთ ჩვენი ეზოებიდან და შევხვდეთ ერთმანეთს ისეთ ადგილას, სადაც ყველა თანასწორად და თავისუფლად იგრძნობს თავს”, – განმარტავენ ორგანიზატორები.

პარკის დაარსების სიმბოლოდ დაირგვება მცენარეები და მოეწყობა სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები. ასევე, ფესტივალის სტუმრებს გაუმასწპინძლდებიან ტკბილეულითა და ცივი სასმელებით. საღამოს კი მუსიკალურად შოთა ადამაშვილი და ლუკა ნაკაშიძე გააფორმებენ.