აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ სალიბაურის მცხოვრებლები აქციას მართავენ

592

აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ სალიბაურის მცხოვრებლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელში მცხოვრებლებს სასმელი წყალი არ მიეწოდება და წყალს ქალაქში ყიდულობენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

აქციაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც მივიდნენ. მათი განცხადებით, ხელვაჩაურის მერიიდან აღნიშნულ სოფელში წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად 5 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა სამუშაოები არ შესრულდა. ოპოზიციის წევრებმა ხელვაჩაურის მერია კორუფციაში დაადანაშაულს.

აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი სოფელ სალიბაურის მოსახლეობა თორნიკე რიჟვაძეს დახმარებას და ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის საქმიანობის შესწავლას სთხოვს.