დამსვენებლებს ნარიყალადან ბოტანიკურ ბაღში დაშვება ექსტრემალური ატრაქციონით შეეძლებათ

218

დღეს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ექსტრემალური ტურისტული სერვისი – “ნარიყალა ზიპლაინი” (zip line) გაიხსნება. ატრაქციონის საშუალებით, ბაღის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ნარიყალას კომპლექსიდან ბაღის ივენთ-სკვერამდე უსაფრთხოდ ჩამოსრიალდნენ.

zip line გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერია, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე უსაფრთხოდ დაშვება. ორ სპეციალურ ბაქანს შორის მანძილი 270 მეტრია, ხოლო სიმაღლე 30 მეტრი. ზიპლაინი შპს “აქტივიტმა” დაამონტაჟა.

“ამ ახალი სერვისისა და პროდუქტის შეთავაზება, ხელს შეუწყობს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციასა და ვიზიტორთა კომფორტული დასვენებას”,- აცხადებენ ბოტანიკურ ბაღში.