სამცხე-ჯავახეთში დაცული ტერიტორიების მოცულობა იზრდება

801

მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთში დაცული ტერიტორიების მოცულობა იზრდება.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გამოდის მთავრობის სხდომაზე. ამ საკითხზე დიდი ხანია მიდიოდა მუშაობა. იყო პერიოდი, როდესაც ეს უნიკალური ნაკრძალი განადგურების პირას იყო და ის მოითხოვდა დაცვას და რეალური ნაბიჯების გადადგმას. ვსაუბრობ სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემის განვითარებაზე. ვინც ყოფილა ამ ულამაზეს კუთხეში, ყველა დამეთანხმება, რომ ამ რეგიონს აქვს უნიკალური ტურისტული პოტენციალი, რომელიც არ არის გამოყენებული. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაცული ტერიტორიების მოცულობა გავზარდოთ. ჩვენ იქ მნიშვნელოვან აქტივობებს ვგეგმავთ“, – განაცხადა ბახტაძემ.