პრემიერი: არჩევნებზე გარკვეული ხარვეზები იყო და თუ ეს საგამოძიებო პროცედურებს მოითხოვს, უკან არ დავიხევთ

219

რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, რომელიც ნებისმიერ არჩევნებს ახლავს თან და თუ ეს ხარვეზები მოითხოვს მეტ ჩარევას, რაღაც საგამოძიებო პროცედურების დაწყებას, ჩვენ ამაზე უკან არასდროს დაგვიხევია და არც დავიხევთ,- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე 19 მაისს ჩატარებული არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

“რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში და ამის ნათელი მაგალითია მისიების შეფასებები. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, რომელიც ნებისმიერ არჩევნებს ახლავს თან და თუ ეს ხარვეზები მოითხოვს მეტ ჩარევას, რაღაც საგამოძიებო პროცედურების დაწყებას, ჩვენ ამაზე უკან არასდროს დაგვიხევია და არც დავიხევთ. კანონი ყველასთვის ერთია და ის დგას ყველაზე მაღლა. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მთავარი ღირებულება, ის, რომ ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს თავისი არჩევანი, მისი დაცვის უფლება, ეს არის გარანტირებული.

ყველა ოლქში, პირველივე ტურში გაიმარჯვეს ჩვენს მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა. რაც შეეხება მთაწმინდას, აქ გვაქვს ჩვენ მეორე ტური, რომელიც ბუნებრივია, ამავე დროს არის დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გამოვლინება. მიუხედავად იმისა, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ ამ პროცესში დისონანსი შეეტანათ, მათ ეს არ გამოუვიდათ“,-განაცხადა პრემიერმა.