როგორ მიმდინარეობს საჩხერე-ონის ახალი გზის მშენებლობა? (ფოტო/ვიდეო)

წინა სტატია

საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, რომელიც 2018 წელს დაიწყო, აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამუშაოები დაწყებულია როგორც საჩხერის, ისე ონის მუნიციპალიტეტის მხრიდან.

საჩხერე-ქვემო ხევი-უზუნთას საავტომობილო გზის შქმერი-ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ40,9-კმ48,6) რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 2 თვის წინ დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “NEW ROAD” ახორციელებს.

აღნიშნული გზა ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 50-ე კილომეტრზე, სოფლების – უშოლთასა და ბოყვას შორის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე ხეორის მარჯვენა სანაპიროს, გაივლის სოფელ ბოყვაში და მთავრდება სოფელ კვაშხიეთში. გზის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, დაუსახლებულ ზონაში, მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

“არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიწისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 20 888 888 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ივლისში დასრულდება”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზა, დაახლოებით, 52 კმ-მდე სიგრძის იქნება. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი და ზუდალი. საბოლოოდ, გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ონიდან 5 კილომეტრით, ხოლო ამბროლაურიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული.

რაც შეეხება ქვემო ხევი-უზუნთას მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციას, მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “მამისონი” ახორციელებს. კომპანია აღნიშნულ 5-კილომეტრიან მონაკვეთზე გზისა და 3 ხიდის რეკონსტრუქციის სამუშაოებს განახორციელებს.

“ამ დროისთვის, ზემო იმერეთი-რაჭის გზის პროექტის პირველი ლოტის 2.5 კმ-ზე სამუშაოები დარსულებულია, ხოლო მე-2 და მე-6 ლოტებზე სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება დანარჩენ მონაკვეთებს, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს“, – განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

საჩხერე-ონის გზის მშენებლობას ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია IGH უწევს.

უწყების ცნობით, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კმ-ით, ხოლო მგზავრობის დროს თითქმის 2 საათით შეამცირებს.

“ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკნომიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით. ახლა საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე 111 კმ), დაახლოებით, 2 საათია. ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში”, – ამბობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მსგავსი სიახლეები
საჩხერის მუნიციპალიტეტში, კონფლიქტისპირა სოფლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალმომარაგების ქსელს აწყობს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით
მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის 4.5 მილიონი ლარი გამოიყოფა. ყველაზე მეტი თანხა საჩხერის
წინა სტატია საჩხერე-ონის ახალი გზის ქვემო ხევი-ბოყვის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხარისთვალა-ბოყვის მონაკვეთზე უკვე
წინა სტატია სტატიის გაგრძელება საჩხერის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 18 პროექტი 4
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამტრედიის, ქუთაისის, რუსთავის, ხობის, საჩხერის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ფინანსური დოკუმენტაცია პროკურატურას გადაუგზავნა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში თიხის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, რისთვისაც წიაღის ეროვნული სააგენტოს ცნობით, არანაკლებ 250
ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდნენ. მერიის ცნობით,
წინა სტატია კომპანიამ “IGH Georgia” ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პროექტირება დაასრულა. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე ჩაიბარა. საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკში სკვერის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში სპორტულ მოედანზე
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჩხერეში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ინფორმაციას იმედნიუსი ავრცელებს. ახალი ცენტრის საშუალებით მოსახლეობა
საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა სრულად არის
ციხე მოდინახისაკენ მიმავალი საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მერიის ცნობით, ასფალტობეტონის საფარი ციხისკენ მიმავალ გზის
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში თანამედროვე სტანდარტების დაწყებითი სკოლა გაიხსნა. ამჟამად სკოლაში 4 მოსწავლე სწავლობს. ინფორმაციას
საჩხერის მუნიციპალიტეტში, გორისისა და ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მერიის
ქალაქ საჩხერეში სერგი დურმიშიძის ქუჩაზე (ყოფილი კომისარიატის ტერიტორიაზე) სკვერი ეწყობა. აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
%d bloggers like this: