კალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები ისეთ მდგომარეობაშია, შესაძლოა, მოძრავი ავტომობილი მიწაში აღმოჩნდეს

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცახა, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები ისეთ მდგომარეობაშია, შესაძლოა, მოძრავი ავტომობილი მიწაში აღმოჩნდეს. მისი თქმით, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საგზაო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და გამზირიც ნაწილობრივ ჩაიკეტება, რომ მოსახლეობას და საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილებისას პრობლემა არ შეექმნას.

“ჩვენი წლევანდელი ბიუჯეტი განსაკუთრებულია და საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. თვის ბოლოს ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას დავიწყებთ, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. როდესაც კომპანია “GWP-თან“ ამ პროექტზე საუბარი გვქონდა, აღინიშნა, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები ისეთ მდგომარეობაშია, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოძრავი ავტომობილი მიწაში აღმოჩნდეს. არის მონაკვეთები, რომლებიც ჩავარდნილია, მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა და ეს ყველაფერი მიწისქვეშა კომუნიკაციების ბრალია, რომლის რეაბილიტაციაც აქამდე არ განხორციელებულა. გვესმის, თუ რამდენად რთული იქნება ამ გამზირის გადაკეტვა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროექტი ეტაპობრივად განვახორციელოთ, რათა ქალაქის პარალიზება არ გამოიწვიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველ რიგში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსიდან “პიქსელის“ შენობამდე მონაკვეთი ჩაიკეტება, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. მიწისქვეშა კომუნიკაციების პარალელურად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, გამზირს მოაწესრიგებს.

“კომპანია “GWP-ს“ ჩამოყვანილი ჰყავს გერმანელი ექსპერტები, რომლებიც პროექტის მიმდინარეობას ზედამხედველობას გაუწევენ. პარალელურად, ჩვენი საქალაქო სამსახური კონტრაქტორთან ერთად, გამზირის მთლიანად მოწესრიგებას დაიწყებს. ეს არის საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, გარეგანათების ქსელის შეცვლა, LED განათებების დამონტაჟება, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ განთავსება, გამწვანების სამუშაოების ჩატარება. განახლებული, ყველანაირად მოწესრიგებული გამზირი გვექნება, რომელზეც შესაბამისი საავტობუსე ზოლები განთავსდება, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყველაზე სწრაფად იმოძრაოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის დროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომანქანების გადაადგილების შესახებ მოსახლეობას სრული ინფორმაცია ექნება.

“დაახლოებით, 2.5 კილომეტრი სიგრძის გამზირია. მაქსიმალურად შევეცდებით, ავტომობილებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს პრობლემები არ შევუქმნათ. სანამ უშუალოდ სამუშაოები დაიწყება, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კომუნიკაცია გვექნება. მძღოლებს და მოსახლეობას სრულ ინფორმაციას მივაწვდით, თუ როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ კონკრეტულ მონაკვეთზე და როგორ იქნება შესაძლებელი ავტომობილებით გადაადგილება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე დაგეგმილი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჭავჭავაძის გამზირის
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე ეტაპად შეიზღუდება, ამასთან, შეიცვლება
წინა სტატია დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, "თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, ამაღამ
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირს სრული
ბაგებში,  ჭავჭავაძის გამზირ N82-ში, მშენებლობის გამო 10-მდე საღი ხე მოიჭრა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ,  ნებართვა გაიცა
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხდა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს 6 ახალი ქალი
წინა სტატია თბილისის მერი კახა კალაძე ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს სოციალური ქსელის საშუალებით
წინა სტატია ზუგდიდის შპს "მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორი" ბადრი ნემსაძე, რომელიც გასული წლის ნოემბერში აცხადებდა, რომ 
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარკირების საათობრივი საფასური
სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში პარკინზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად
წინა სტატია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დედაქალაქის მგზავრებს საახალწლოდ გაფორმებული ავტობუსები მოემსახურება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ავტობუსები
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ ე.წ. ბასლეინებთან დამრღვევი
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საახალწლო დღეებში, დაახლოებით, 20-მდე ადგილზე გარევაჭრობა
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს.
%d bloggers like this: