გორის მერია ველოსიპედებს გააქირავებს

120

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადბით, გორის მერიას საკუთარი ველოსიპედები ეყოლება. მისივე თქმით.  ქალაქში ველობილიკიც მოეწყობა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარედ სულ მალე დაიწყება ველობილიკების გაკეთება. ასევე, ვაკეთებთ საპარკინგე ადგილებს. მერიას ეყოლება თავისი ველოსიპედები და შესაძლებელი იქნება, რომ ეს ველოსიპედები მოსახლეობამ არენდით გაიყვანოს“, – განაცხადა კონსტანტინე თავზარშვილმა.