უკანონო მშენებლობა ქობულეთში, რომელსაც მერია 2 წელი ვერ ამჩნევდა (ვიდეო)

1141

უკანონო მშენებლობა მუნიციპალიტეტის მერიიდან, დაახლოებით, 200 მეტრში, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ გარემოების მიუხედავად ზედამხედველობის სამსახურს კანონდარღვევის შემჩნევა გაუჭირდა. ფულადი სანქცია კი კომპანიას მხოლოდ მშენებლობის დასრულების შემდგომ დააკისრეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

როდის დაიწყება პროექტისა და ნებართვის გარეშე აშენებული სართულების დემონტაჟი მერის მოადგილემ არ იცის, თუმცა დავით ვერულიძე კანონის აღსრულების პირობას დებს.

რატომ შენდება სართულები პროექტის და ნებართვების გარეშე ტურისტულ ქალაქში ან როგორ გამორჩა მხედველობიდან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ობიექტი, რომელიც  9-ის ნაცვლად 11 სართულიანია? კორუფცია თუ არაეფექტური კონტროლი? რატომ დუმს კომპანიის დირექტორი?