აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ტაქსის მძღოლი დააკავეს

163

წინა სტატია

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან მცირე დაპირისპირების შემდეგ აქციის ერთ- ერთი მონაწილე, ტაქსის მძღოლი დააკავეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც აქციაზე მყოფმა “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა, დაკავებული მოქალაქე კახეთის გზატკეცილზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მანამდე კი აქციის მონაწილეები სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყეს. ტაქსის მძღოლებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, თუკი ხელისუფლება დაწესებულ რეგულაციებს არ გააუქმებს, შესაძლოა, “ტაქსისტების რევოლუციაც“ მოხდეს.

ფოტო: პირველი არხი