დღეს თბილისის მერია 20 ოჯახს ფართს 1 ლარად დაუკანონებს

513

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს თბილისის მერია 20 ოჯახს 1 ლარად საცხოვრებელ სახლს დაუკანონებს.

,”ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება – დაკანონება, როდესაც ადამიანები წლების განმავლობაში საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობდნენ და გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ ამ ფართების დაკანონებას. ძალიან ბევრ ოჯახს მივეცით ეს ბედნიერება და შესაძლებლობა. დღეს, დაახლოებით, 20 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაუკანონდება საცხოვრებელი სახლი. 18 ოჯახი ცხოვრობს ჭიჭინაძის ქუჩაზე, ერთი ოჯახი – ვარკეთილის მიკრორაიონის მესამე კორპუსში და ერთ ოჯახი – ვაზისუბნის მე-3 მ/რ-ში. გულწრფელად მინდა, მივულოცო თითოეულ მათგანს“, – განაცხადა კახა კალაძემ.