მერიამ 2018 წელს მრავალფუნქციური შენობების 57% ექსპლუატაციაში არ მიიღო

930

მერიამ 2018 წელს სასტუმროების, სავაჭრო და საოფისე ობიექტების, მრავალფუნქციური შენობების 57% ექსპლუატაციაში არ მიიღო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ამასთან, მუნიციპალურმა ინპექციამ ექსპლუატაციაში არ მიიღო – რამდენიმე მაღაზია და ასევე რამდენიმე კაფე-ბარი, ტექინსპექტირების ცენტრი, სპორტული დარბაზი, ბანკი, სკოლა, კოტეჯები, ატრაქციონი და ა.შ.

რაც შეეხება 2017 წელს, მაშინ ექსპლუატაციაში მიღებაზე მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში 163 განაცხადი შევიდა, საიდანაც დადებითი დასკვნა მხოლოდ 87 ობიექტის შემთხვევაში გაიცა, 76 კი სამსახურმა არ ჩაიბარა.

როგორც ცნობილია, ფიზიკური და იურიდიული პირები, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, თბილისის მერიაში წარადგენენ განცხადებებს, რომლებსაც ზედამხედველობის სამსახური განიხილავს და ობიექტს იღებს ექსპლუატაციაში, ან ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, უარს ამბობს მიღებაზე.

უარის თქმის მიზეზები სხვადასხვაა და მოიცავს კოლონების ადგილმდებარეობის და კედლების ფორმების ცვლილებებს, კიბეების სიგანეში შემცირებას, ასევე პროექტთან სხვა შეუსაბამობებს.

ექსპლუატაციაში მიღება ხდება იმის საფუძველზე, რომ მშენებელმა უნდა წარმოადგინის ნებართვა, რომელიც ჰქონდა აღებული, თუ არის თანხვედრაში იმ ნებართვასთან, რომელიც იყო არქიტექტურის სამსახურიდან გაცემული.

რაც შეეხება გაზის, წყლის და დენის დამონტაჟებას, ეს მერიის მოვალეობაში არ შედის და პროცესზე პასუხისმგებლობა იმ კომპანიას ეკისრება, ვინც შენობას აშენებს.