გორის მერიის ბალანსზე არსებული მანქანებიდან ტექდათვალიერება მხოლოდ ორმა გაიარა

704

წინა სტატია

გორის მერიის ბალანსზე არსებული მანქანებიდან ტექნიკური შემოწმება ამ დროისთვის მხოლოდ 2 ავტომობილმა გაიარა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, რამდენიმეს მცირე ხარვეზები აღმოუჩინეს და მის აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა მისცეს, ხოლო დანარჩენების სავალდებულო შემოწმება მერიას მარტის თვეში მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში გორის მერიამ 10 ავტომანქანის შესაკეთებლად 25 400 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.