ქართული ცეკვები საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა

1668

ქართული ხალხური ცეკვები საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთში მოღვაწე ანა ჭეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს.

მისი თქმით, ამ პროექტზე საფრანგეთში ქართული დიასპორა ასოციაცია île du Monde-სთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.

“ამ გადაწყვეტილების მიხედვით გამოდის, რომ საფრანგეთმა აღიარა ქართული ემიგრაციის წვლილი საფრანგეთის კულტურის ისტორიაში. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს ანა ჭეიშვილი.